კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
23-12-2025 - 23-01-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1100-1300 ლარი);   
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;                   
  • ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.

შესასრულებელი ამოცანები:

  •  პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;       
  • მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;             
  • კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  •  გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
  •  გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა;
  •  მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება

კომპანია გთავაზობთ:

  •  საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
  •  განმავითარებელ ტრენინგებს;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!