ლიზინგ მენეჯერი - ზუგდიდი
19-08-2025 - 18-09-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაცხადებთ ვაკანსიას ლიზინგ მენეჯერის პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-სთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი (საწყის ეტაპზე 800-900 ლარი)
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ-პარას. 10:00-18:00 შაბათი: 10:00-15:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვები;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე jobsautohome@gmail.com და სათაურის ველში, მიუთითეთ "ლიზინგ მენეჯერი - ზუგდიდი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!